Top

talya.ge

 

მცენარეული ზეთები საბაზისო კომპონენტია მრავალი სახის კრემის შემადგენლობაში ( 60-70%), თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეავსოს კანში ცხიმის ბარიერი, რომელიც უნარჩუნებს კანს ტენიანობას.

უამრავი კრემი, შრატი, თუ სხეულის მოვლის სხვა  გარეგანი საშუალება, რომლებიც იყენებენ კოლაგენს საკუთარ პროდუქტში, შეიცავენ არასაკმარისი რაოდენობით კოლაგენს და ძირითადად კოლაგენის უფრო დიდ მოლეკულებს, ვიდრე კანს შეუძლია მათი შეწოვა, ისინი არ არის ჰიდროლიზირებული,  ამიტომ მათი გარეგანი გამოყენება ნაკლებ ეფექტურია. 

ნატურალურმა ზეთებმა ევროპის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობა ჰპოვა კრემებთან შედარებით და ნაწილობრივ ჩაანაცვლა ისინი.

ნატურალური ზეთების გამოყენება მრავალ საუკუნეს ითვლის. ანტიკურ ხანაში ბერძნები და ეგვიპტელები ზეთებს სილამაზის შესანარჩუნებლად და გასაახალგაზრდავებლად იყენებდნენ.

მცენარეულ ზეთებს აქვს ეგზოტიკური ხიბლი, არ შეიცავს პარაბენებს, მოლეკულური სტრუქტურის წყალობით  აღწევს კანის ღრმა შრეებში, კვებავს, არბილებს და ატენიანებს კანს, აქვს ლიპოფილური და ჰიდროფილური თვისებები, ამიტომ ადვილია მისი ჩამობანა კანის გაღიზიანების გარეშე.

ნატურალური ზეთები სახისა და მთელი სხეულის მოვლის ბუნებრივი საშუალებაა!

ნატურალური ზეთების პოპულარობა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ჰიპოალერგიულია
  • აქვს ღრმა დატენიანების ეფექტი
  • ფარმაკოეკოენომიურია

ყველა ზეთის გამოყენება  შეიძლება კანის მოსავლელად?

მთავარია ზეთის მიღების ტექნოლოგიის ტიპი, კერძოდ, ის უნდა იყოს ცივი დაწურვის წესით მიღებული, რადგან ცივი დაწურვის წესით  მიღებული ზეთი გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტივობით, შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო თვისება, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ჰიპოალერგიულია და შესაძლებელია მისი გამოყენება პრობლემურ კანზეც, ანიჭებს მას სიგლუვეს, ავიწროებს ფორებს,სრულიად შეუძლია შეცვალოს კოსმეტიკური რძე, როგორც სახიდან დეკორატიული კოსმეტიკის მოშორების საშუალება.

Comments

  • მაისი 13, 2020

    By Irma

Sorry, the comment form is closed at this time.