Top

talya.ge

შეიძლება სახის კრემების კოსმეტიკური ზეთებით სრულად ჩანაცვლება?
როგორც სახის კანის მოვლის ექსპერტი და TWELVE Beauty -ის დამფუძნებელი  პედრო კატალა გვირჩევს, ორგანული და ნატურალური ზეთებით შეგვიძლია სრულად ჩავანაცვლოდ სახის კრემი, რადგან:
ნატურალური ზეთი, განსაკუთრებით ცივი დაწურვის წესით მიღებული, არის:
➡️ მსუბუქი
➡️ არის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა
➡️ კვებავს და ამავე დროს ატენიანებს კანს
➡️ შეიცავს ანტიოქსიდანტებს და მდიდარია ვიტამინებით
➡️ აღწევს კანის ღრმა შრეებში და ავსებს უჯრედშუა სივრცეს, აძლიერებს ჰიდროლიპიდურ ბარიერს
➡️ ანიჭებს კანს ელასტიურობას
➡️ არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს
➡️ შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კანის მოვლა
➡️ კოსმეტიკური ზეთები არის სახის და მთელი სხეულის მასაჟისთვის საუკეთესო საშუალება
➡️ ცივი დაწურვის კოსმეტიკური ზეთები ჰიდროფილურია და ნოტიო კანზეც კარგად შეიწოვება
➡️ ადვილად აშორებს მაკიაჟს კანის გაღიზიანების გარეშე
➡️ კოსმეტიკური ბიოორგანული მაღალი ხარისხის ნატურალური ზეთებით სრულად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ღამის კრემი და მკვებავი სახის ნიღბები
➡️ მარტივად შეგვიძლია გვქონდეს ბავშვივით ნაზი და ხავერდოვანი კანი, რაც მთავარია ბუნებრივად!
უძველესი დროიდან,მცენარეული  ზეთები სილამაზესთან ასოცირდებოდა, კლეოპატრა კანის მკვებავად სწორედ ბუნებრივ ზეთებს იყენებდა, ძველ სამარხებში ნაპოვნია ჭურჭელი  ზეთების, ნელსაცხებლების ნარჩენებით, რომელთა შედგენილობაში იყო სურნელოვანი ზეთები.
ასე  რომ დავფიქრდეთ, ხომ არ ჯობია ამდენი დროის, ფულის  და ენერგიის ხარჯვა ჩავანაცვლოთ მარტივი და ეფექტური პროცედურით: დავიმასაჟოთ კანი ნატურალური, მაღალი ხარისხის კოსმეტიკური ზეთებით, სასიამოვნოა ბუნებასთან ყოველდღიური შეხება..