Top

გარგრის ზეთი

9.90 

713 საწყობშია

- +

აღწერა

ნატურალური ზეთი 20 მლ

იდეალურია მშრალი, გამოფიტული კანისთვის, ხსნის კანის დაჭიმულობის შეგრძნებას, ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს სახის კანის ფერს, არბილებს ნუნებს, აღადგენს ხელის მშრალ, დაზიანებულ კანს.

აუცილებელია ნუნების  დამუშავება დღე-ღამეში რამდენჯერმე და თითებით მცირედი მასაჟიც, ამგვარად ნუნებს არბილებთ, ასევე, უმჯობესდება თითებში სისხლის მიმოქცევა, რაც ფრჩხილის სწრაფ გაზრდას უწყობს ხელს.

გარგრის ზეთი კვებავს, არბილებს  სახის კანს, აღადგენს კანის ელასტიურობას და აქრობს ნაოჭებს. შესაძლებელია მისი გამოყენება ტონალურის ქვეშ, იგი უზრუნველყოფს გლუვ ეფექტს რის შედეგადაც გარანტირებულია მაკიაჟის მდგრადობა. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად.

შიგნით მიღებისას გამოიყენება ნაწლავური ინფექციების კომპლექსურ მკურნალობაში ჩართვის მიზნით.

გამოყენება

გარეგანი: შეიზილეთ კანზე მასაჟის საშუალებით.  დაიტანეთ 5-6 წვეთი გაწმენდილ სახესა და ხელებზე, ნაზად შეიზილეთ ზეთი და დარჩენილი რაოდენობა მოიცილეთ რბილი ხელსაწმენდით. ღამის კრემის მაგივრად წაისვით გარგარის ზეთი სახის კანზე ან მისი მცირე რაოდენობა შეიზილეთ თვალის გარშემო კოსმეტიკური კრემის ან გელის სანაცვლოდ.

გარგრის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად.

მანიკურის გაკეთების შემდეგ: იგი ელასტიურობას სძენს ყველაზე მშრალ და სუსტ ფრჩხილებისაც კი.

შიგნით მისაღებად: 2-3 წვეთი ერთ ჭიქა წყალზე დამატებით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, 15-30  °C ტემპერატურაზე.