Top

ზეთისხილის ზეთი

12.90 

881 საწყობშია

- +

აღწერა

ნატურალური ზეთი 50 მლ

ზეთისხილის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, მაგნიუმით და თუთიით, A ,D და E ვიტამინებით.გამოიყენება მგრძნობიარე კანის  გასაჯანსაღებლად და ასევე ასაკოვნებში, კანის გასაახალგაზრდავებლად, ის მიესადაგება ყველა ტიპის კანს, წმენდს კანს მკვდარი უჯრედებისაგან, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და იცავს ცხიმის ბალანსს, ებრძვის სიმშრალეს, აძლევს მას სიმკვრივეს, სიგლუვესა და ელასტიურობას, კურნავს ანთებას, ეწინააღმდეგება ნაოჭების წარმოქმნას, ეფექტურია გამომშრალი თმისა და კანისთვის, ანიჭებს თმას ბზინვარებას და სიძლიერეს, ასწორებს და ამაგრებს თმის ძირებს. განსაკუთრებით რეკომენდირებულია მშრალი და სუსტი თმისთვის, ანიჭებს მას ჯანსაღ და დახვეწილ ბზინვარებას, იცავს თმის ბოლოებს გაყოფისგან.  შიგნით მიღებისას აქვს საფაღარათე მოქმედება, იცავს ორგანიზმს გულსისხლძარღვთა, ანთებითი და სიმსივნური დაავადებების განვითარებისგან, აძლიერებს მეტაბოლიზმს.

გამოყენება:

გარეგანი გამოყენებისთვის დაიტანეთ კანზე  მასაჟის საშუალებით გადაინაწილეთ.

ყველაზე ხშირად გვირჩევენ ზეთის გამოყენებას ტენიან თმაზე. მაგრამ შეგიძლიათ წაისვათ ზეთი მშრალ თმაზეც, კარგად შეიზილეთ, შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

შინაგანი გამოყენებისთვის: შესაძლებელია1 სუფრის კოვზის მიღება უზმოდ ან  ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, 15-30  °C ტემპერატურაზე.

არ შეიცავს კონსერვანტებს, პარფიუმს და სპირტს.