Top

კაკლის ზეთი

9.90 

862 საწყობშია

- +

აღწერა

ნატურალური ზეთი 20 მლ

კაკლის ზეთი შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს. გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის, როგორც მშრალი კანის დამარბილებელი და მკვებავი საშუალება. კაკლის ზეთი არის მსუბუქი, სწრაფად შეიწოვება კანში,  ატენიანებს მას, ავიწროებს ფორებს, ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა ცხიმიანი და შერეული ტიპის კანის მოსავლელადაც. კაკლის ზეთის გამოყენება რეკომენდებულია კერატინიზაციის დარღვევების დროს (აკნეს დროს), რუჯის მისაღებად.

კაკლის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაკტიკისთვის, კერძოდ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ის აქრობს წვრილ ნაოჭებს,  კანი ხდება გლუვი და მკვრივი.

კაკლის ზეთი ასევე  მყისიერად ამშვიდებს და აღადგენს ხელის მშრალ და დაზიანებულ კანს, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას, აქერცვლას და გაღიზიანებას.

გამოყენება:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.  ის შეიძლება გადანაწილდეს კანზე მასაჟის საშუალებით.

სახის კანის სხვადასხვა პრობლემების დროს კაკლის ზეთი უნდა წავისვათ დაზიანებულ ადგილებზე 3 ჯერ დღეში.

სახის კანზე გამოიყენეთ დილით ან საღამოს. გასუფთავებულ კანზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი და ნაზად შეიზილეთ.

სახის ნიღაბი : სახეზე 30-40 წუთის განმავლობაში ნიღბის სახით ან თუ თანაბარი რაოდენობით  აურევთ ერთმანეთში კაკლის,  ზეთისხილის ან გარგრის ზეთს, მივიღებთ ეფექტურ მკვებავ, დამატენიანებელ და გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს სახისათვის.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, 15-30  °C ტემპერატურაზე.

არ შეიცავს კონსერვანტებს, პარფიუმს და სპირტს.