Top

სალბის ზეთი

9.90 

961 საწყობშია

- +

აღწერა

ნატურალური ზეთი 20 მლ

სალბის ზეთი  ეფექტურია შიგნით მიღებისას მეტეორიზმით გამოწვეული სპაზმისა და ტკივილის დროს, ასევე ამცირებს ჭარბ ოფლიანობას, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში.  ის საუკეთესოა ტკივილის შემსუბუქებისათვის, აუმჯობესებს  ლიმფური სისტემის ფუნქციას. გარეგანი გამოყენებისას სალბის ზეთი ამცირებს კანის ფორებს და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, ამშვიდებს, აღადგენს დაზიანებულ კანს, ხელს უწყობს იარების ,ნაწოლების  შეხორცებას, დამწვრობის და ნაიარევის აღდგენას. დაუშვებელია მისი დიდი დოზებით შიგნით მიღება.

გამოყენება:

გარეგანი აპლიკაციისთვის ის შეიძლება გადანაწილდეს კანზე მასაჟის საშუალებით.

სახის კანზე გამოიყენეთ დილით ან საღამოს. გასუფთავებულ კანზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი და ნაზად შეიზილეთ.

შინაგანი გამოყენებისთვის: ერთ ჭიქა წყალზე  3-5 წვეთის დამატებით.

სალბის ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის, ასევე 6 წლამდე ბავშვებისთვის.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, 15-30  °C ტემპერატურაზე.

არ შეიცავს კონსერვანტებს, პარფიუმს და სპირტს.