Top

ყურძნის წიპწის ზეთი

9.90 

682 საწყობშია

- +

აღწერა

 

             ნატურალური ზეთი 20 მლ

ეხმარება კანს გამკვრივებასა და ტონუსის შენარჩუნებაში, მისი გამოყენება სასარგებლოა აკნესა და კანის სხვა ჩივილების  დროს.  ის მდიდარია ლინოლეის მჟავით,  ეს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა კანისა და უჯრედის მემბრანისთვის.  ყურძნის წიპწის ზეთს გააჩნია რეგენერაციის  და  კანის ინტენსიური დატენიანების უნარი. შეიცავს ვიტამინ E-ს მაღალი კონცენტრაციით. E-ვიტამინს  გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს ეკოლოგიურად გაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აჩქარებს დაზიანებული კანისა და თმის რეგენერაციულ პროცესს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან და ამ ყველაფრის გამო ანელებს კანის დაბერებას და აჩქარებს დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავების პროცესს და აღმოფხვრის ნაოჭებს. ეფექტურია, მისი გამოყენება ნიღაბის სახით. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. საჭმელთნ ერთად ზეთის რეგულალური მიღება აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციების, ვირუსების მიმართ. შიგნით მიღებისას ყურძნის წიპწის ზეთი ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მათ ელასტიურობას

გამოყენება:

სახის კანზე გამოიყენეთ დილით ან საღამოს. გასუფთავებულ კანზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი და ნაზად შეიზილეთ.

მანიკურის გაკეთების შემდეგ: იგი ელასტიურობას სძენს ყველაზე მშრალ და სუსტ ფრჩხილებისაც კი.

მასაჟი ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებით : თქვენს კანს გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ფერს, გარეგანი აპლიკაციისთვის  მასაჟის საშუალებით გადაინაწილეთ კანზე.

სახის ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟღენთილ ქსოვილზე დაიტანეთ 7-10 წვეთი ყურძნის წიპწის ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით, დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

შიგნით მისაღებად გამოიყენება ერთ ჭიქა წყალზე 2-3 წვეთის დამატებით  2ჯერ დღეში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, 15-30  °C ტემპერატურაზე.

არ შეიცავს კონსერვანტებს, პარფიუმს და სპირტს.

თმის ნიღაბი: მშრალ თმაში დაბანის წინ შეიზილეთ ზეთი და შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.